ცხელი ხაზი : +995 599 09 96 35

ინფრასტრუქტურის განყოფილება

 

ინფრასტრუქტურის განყოფილება ექვემდებარება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურს.

ინფრასტრუქტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის რეაბილიტაციას;
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
  • მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების დაგეგმვას;
  • შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;
  • მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
გააზიარე