ტრადიციები და დღესასწაულები მუნიციპალიტეტში

,,ბიძინაობა’'

იმართება ოქტომბრის პირველ კვირას, დიდი ქართველი ეროვნული გმირისა და წმინდა მოწამის,ბიძინა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეს.

,,თუშეთობა’’

როგორც დღესასწაული დამკვიდრდა მე-20 საუკუნის  70-იან წლებში ,იგი ძირითადად უკავშირდდება თუში მწყემსის ცხოვრებას და ერთგვარად ასახავს ამ ტრადიციული საქმიანობისადმი ხალხის დამოკიდებულებას.ტარდება აგვისტოში,როცა უკვე დასრულებულია მწყემსი კაცის საზაფხულო საქმიანობის ერთი ეტაპი და იწყება საზამთრო ცხოვრებაზე გადასვლისთვის მზადება.

,,ზეზვაობა’’

აღინიშნება მაისის ბოლო კვირა დღეს სოფ.ქვ.ალვანში,სადაც მთელი სოფელი იღებს მონაწილეობას.იმართება ფარდაგების გამოფენა და ვაჭრობა.

,,ალავერდობა’’

იმართება სექტემბრის თვის ბოლო კვირაში.ამ დღეს მონასტერში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მომლოცველი ჩამოდის.ტარდება ბაზრობა,იმართება ღამის თევა და ტარდება სპეციალური რიტუალები.

ლექსობა - კაფიაობის ფესტივალი ილტოს ხეობაში

2015 წლიდან ღონისძიება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში, ილტოს ხეობაში, ტარდება პოეზიის ფესტივალი "ლექსობა-კაფიაობა ილტოს პირას". ფესტივალში მონაწილეობა იღებენ  მოლექსეები, მომღერლები და ფოკლორული ანსამბლები. ფესტივალის ძირითადი მიზანია ხალხური ტარდიციის, ლექსობა-კაფიაობის პოპულარიზაცია. ფესტივალი ყოველი წლის მაისი თვეში ჩატარდება.

,,ქაქუცაობა’’

ეს დღესასწაული დაკავშირებულია მატანის მკვიდრის, საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო(ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელთან.ტრადიციულად ტარდება 14 ივლისს,ქაქუცას დაბადების დღეს.

,,ყეინობა’’

იმართება დიდი მარხვის დაწყების დღეს ორშაბათს.არის მოძრავი დღესასწაული.ყეინობის დღესასწაული სათავეს იღებს წარმართობის ეპოქიდან,მე-20 საუკუნის დადგომამდე ყეინობას მთელი საქართველო ზეიმობდა,ამჟამად ყეინობის დღესასწაულის აღნიშვნა შემორჩნილია სოფ.მატანში.ის წარმოადგენს თეატრალიზებულ სანახაობას,რომელშიც თითქმის მთლი მოსახლეობას იღებს მონაწილეობას.
გააზიარე