მერიის სამსახურები

ადმინისტრაციული სამსახური

ბიოგრაფია
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მერიის ადმინისტრაციული სამსახური არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს: მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას, ადამიანური რესურსების მართვას, მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა მუნიციპალიტეტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამსახურის სტრუქტურაში შედის ორი განყოფილება:
საქმისწარმოების განყოფილება საზოგადოებასთან ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილება

სამსახურის უფროსი - დავით აბულაძე

კონტაქტი:

☎ - 577 792 111

✉ - david.abula@gmail.com

სამუშაო გამოცდილება:
  • 2014 წ.წ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უფროსი ინსპექტორი, დეტექტივი
  • 2014 წლიდან დღემდე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
დახურვა

ეკონომიკის სამსახური

ბიოგრაფია
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულება
მერიის ეკონომიკის სამსახური არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ქონების მართვას, მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობისა და გამოყენების წესებზე მონიტორინგს, მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას, მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შემუშავებას, აღნიშნული პირობების შესრულებას, მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და სხვა. ეკონომიკის სამსახურის სტრუქტურაში შედის სამი განყოფილება:
ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილება შესყიდვების განყოფილება ქონების მართვის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება

სამსახურის უფროსი - მარიკა სააკაძე

კონტაქტი:

☎ - 599 85 78 54

✉ - marikasaakadze@gmail.com

სამუშაო გამოცდილება:
  • 2018 წლიდან დღემდე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი;
  • 2010-2018 წ.წ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვის განყოფილების უფროსი;
  • 2008-2010 წ.წ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიიცპალური შესყიდვების სამსახურის უფროსი;
  • 2006-2008 წ.წ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოოლიტიკის მუნიციპალური შესყიდვების ადგილობრივი არასაგადასახადო გადასახადებისა და მოსაკრებლების მთავარი სპეციალისტი;
  • 2005-2006 წ.წ ქ.ახმეტის გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური მონიტორინგის უფროსი სპეციალისტი;
  • 2001 -2004 წ.წ შემოსავლების სამსახურის საგდასახადო ინსპექტორი;
  • 1991-2000 წ.წ ახმეტის საგადასახადო ინსპექციაში საწარმოთა დაბეგვრის განყოფილების უფროსი;
  • 1981-1991 წ.წ ახმეტის საფინანსო განყოფილების საშემოსავლო ინსპექციის უფროსი ეკონომისტი;
  • 1976-1981 წ.წ თბილისის სპორტსაწარმოს ექსპერმანტალური ფაბრიკის საგეგმო განყოფილების ეკონომისტი;
დახურვა

იურიდიული სამსახური

ბიოგრაფია
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება
მერიის იურიდიული სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას. იურიდიული სამსახურის დაქვემდებარებაშია ერთი განყოფილება:
ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება

სამსახურის უფროსი - თინათინ შათირიშვილი

კონტაქტი:

☎ - 591 05 79 72

✉ - tinikoshatirishvili@gmail.com

სამუშაო გამოცდილება:
  • 2014 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი;
  • 2013-2014 წ.წ.ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი;
  • 2009-2011 ახმეტის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მოსამართლის თანაშემწე;
  • 1999-2009 ახმეტის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე;
  • 1995-1999 წ.წ. ახმეტის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოების ინსპექტორი;
  • 1990 - 1995 წ.წ.ახმეტის რაიონის სასამართლოს სხდომის მდივანი;
დახურვა

განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

ბიოგრაფია
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.სამსახურის დაქვემდებარებაშია ერთი განყოფილება:
სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება

სამსახურის უფროსი - ოლია ხოხობაშვილი

კონტაქტი:

☎ - 599 85 79 49

✉ - fiqriaqafianidze@yahoo.com

სამუშაო გამოცდილება:
  • 2009 წლიდან დღემდე განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი;
  • 1997-2003 წ.წ. კომერციული ფირმა ,, ორბის“ დირექტორის მრჩეველი;
  • 1992-1997 წ.წ. კომერციული ფირმა ,, ორბის“ დირექტორის მოადგილე;
  • 1990 წ.წ. ახმეტის ბიოქიმიური ქარხნის უსაფრთხოების ინჟინერი;
  • 1986 - 1990 წ.წ. ახმეტის საკონსერვო ქარხანა;
  • 1981-1983 წ.წ. ვორონეჟის უსმანის სასათბურე მეურნეობა;
  • 1979- 1981 წ.წ. ახმეტის სატყეო კომბინატი;
დახურვა

შიდა აუდიტის სამსახური

ბიოგრაფია
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება
მერიის შიდა აუდიტის სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.

სამსახურის უფროსი - დიანა მუსაშვილი

კონტაქტი:

☎ - 551 51 44 13

✉ - musashvilidiana@gmail.com

სამუშაო გამოცდილება:
  • 2022 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი;
  • 2019-2022 წწ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე;
  • 2018-2022 წწ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
  • 2017-2018 წწ ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და გარე განათების სამსახური შესყიდვები;
  • 2015-2016 მაჟორიტარი მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიურო- პრეს სამსახური;
  • 2015 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში.
  • 2013-2014 ბანკი კონსტანტა ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი;
  • 2012-2014 ინდივიდუალური მეწარმე;
  • 2005-2007 თიანეთის რ-ნი დაბა სიონის საჯარო სკოლა პედაგოგი;
დახურვა

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის,მშენებლობის და არქიტექტურის სამსახური

ბიოგრაფია
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულება
მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციასა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მშენებლობის ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას. ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას. სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის განყოფილება ექვემდებარება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურაში შედის სამი განყოფილება:
ინფრასტრუქტურის განყოფილება ძეგლთა დაცვის განყოფილება სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის განყოფილება

სამსახურის უფროსი - ნუკრი დეკანოზიშვილი

კონტაქტი:

☎ - 592 25 78 91

✉ - nukridekanozishvili@gmail.com

სამუშაო გამოცდილება:
  • 2021 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის,მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი
  • 2013-2020 წ.წ შპს საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია ,,სერპარტინი''.სამუშაოთა მწარმოებელი-მენეჯერი
  • 2016-2019 წ.წ შპს ,,მშენებელი 2009''. სამუშაოთა მწარმოებელი-მენეჯერი
დახურვა

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური

ბიოგრაფია
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტურ გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას. სამსახურის სტრუქტურაში შედის ერთი განყოფილება:
სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება

სამსახურის უფროსი - მარინა მაისურაძე

კონტაქტი:

☎ - 599 85 78 76

✉ - marinamaisuradze268@gmail.com

სამუშაო გამოცდილება:
  • 2018 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
  • 2016-2018 წ.წ საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალრი შესყიდვების საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი
  • 2015-2016 წ.წ ახმეტის მუნიციპალიტეტი გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვებუის მტავარი სპეციალისტი
  • 2014-2015 წ.წ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო,ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
  • 2007-2014 წ.წ გამგეობის საფინანსო სამსახურის მთავარი სპეციალისტი
  • 2006-2007 წ.წ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების გამგე
  • 1991-2006 წ.წ ახმეტის საფინანსო განყოფილების საბიუჯეტო ინსპექციის გამგის მაოდგილე
  • 1991წ ახმეტის ავტოსატრანსპორტო საწარმოს ეკონომისტი
  • 1990-1991 წ.წ თიანეთის რაიკოოპერატივი ბუღალტერი
  • 1988-1990 წ.წ ახმეტის სოცუზრუნველყოფის განყოფილების სუფროსი მოანგარიშე
  • 1982-1983 წ.წ ქისტაურის მევენახეობის მეურნეობის მუშა
დახურვა

ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური

ბიოგრაფია
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის,ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება
მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვის მონიტორინგს; უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; წინადადებების შემუშავებას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებს; უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამსახურის სტრუქტურაში შედის ერთი განყოფილება:
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება

სამსახურის უფროსი - ნინო იდიძე

კონტაქტი:

☎ - 595 05 87 24

✉ - ninoididze1@gmail.com

სამუშაო გამოცდილება:
  • 2022 წლიდან ახმეტის მუნიიცპლაიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვთა უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი.
  • 2020 - 2022-წ.წ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სერვის ცენტრი. მთავარი სპეციალისტი.
  • 2016-2019 წ.წ შ.პ.ს. ,,სიხარული’’ თელავის მრავალპროფილური სტაციონარი. მენეჯერი და სამედიცინო დოკუმენტაციის ხარისხის მმართველი.
  • 2014- 2020 წ.წ საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სერვის ცენტრი.მთავარი სპეციალისტი.
დახურვა

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური

ბიოგრაფია
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.

სამსახურის უფროსი - დავით დოინჯაშვილი

კონტაქტი:

☎ -551 31 00 98

✉ -davitidoinjashvili@gmail.com

სამუშაო გამოცდილება:
  • 2018 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის,გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
  • 2015 -2018 წ.წ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი წვევამდელთა აღრიცხვის საკითხებში.
  • 1990 - 2003 წ.წ შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მთავარი სამმართველოს თადარიგის მაიორი;
დახურვა

მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური

ბიოგრაფია
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულება
მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მერის წარმომადგენელთა კოორდინირებული საქმიანობის ორგანიზებასა და ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობას მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესახებ, მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა თანამდებობის პირებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის შეხვედრის ორგანიზებას და სხვა ფუნქციების განხორციელებას.

სამსახურის უფროსი - ბადრი ფილაშვილი

კონტაქტი:

☎ -577 52 39 12

✉ -badrifilashvili33@gmail.com

სამუშაო გამოცდილება:
  • 2018 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
  • 2011 - 2017 წ.წ - განყოფილების უფროსი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის პოლიციის განყოფილება.
  • 2000 -2011 წ.წ - შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებელი;
  • 1996 -1998 წ.წ - საქართველოს უშიშროების სამინისტრო,სადესანტო ,მოიერიშე ბრიგადის სნაიპერთა ასეულის მეთაური;
დახურვა