ახმეტის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა

დახმარების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი;

ბ) ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები – სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსებისას;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლამდე);

დ) უდედმამო ბავშვები (18 წლამდე);

ე) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;

ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;

ზ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;

თ) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახები;

ი) მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1- ლი პუნქტით           გათვალისწინებულ   ბენეფიციართათვის   იმავე   მუხლის          21 პუნქტით        გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას) ოჯახები;

კ) ოჯახები პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა;

ლ) ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახები;

მ) უპატრონო მიცვალებული;

ნ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად მცხოვრები პირები;

ო) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები;

პ) (ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტი;

ჟ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები;

რ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;

ს) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე

ავადმყოფები;

ტ) ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები;

უ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარების მიმღები,         ახმეტის           მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე           ფაქტობრივად            მცხოვრები,            ეკონომიურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირები და ოჯახები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების    გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან;

ფ) უსინათლოები;

ქ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;

ღ) დაუნის სინდრომის მქონე პირები;

ყ) აუტიზმის სპექტრის მქონე პირები.

სოციალური დახმარების ოდენობა განსაზღვრულია:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის – 100 ლარი;   

ბ) ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო ვარჯიშების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა) მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 2000 ლარის და მეტის შემთხვევაში - არაუმეტეს 1000 ლარისა, 2000 ლარამდე თანხის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 300 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტონგო ქულა არის 100 000-მდე.

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლამდე) – 100 ლარი (საახალწლო კალათი – 50 ლარი, სააღდგომო კალათი – 50 ლარი);

დ) უდედმამო ბავშვები (18 წლამდე) – 100 ლარი (საახალწლო კალათი – 50 ლარი, სააღდგომო კალათი – 50 ლარი);

ე) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება – 100 ლარი;

ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება – 250 ლარი;

ზ) ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები;

ზ.ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება – 9 მაისის დღესასწაულისათვის – 250 ლარი;

ზ.ბ) ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის – 250 ლარი;

თ) მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1- ლი პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის იმავე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ

ყოველთვიურ ფულად დახმარებას) ოჯახების დახმარება – 100 ლარი;

ი) ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) პირველი ბავშვის შეძენისას –100  ლარი, მეორე ბავშვის შეძენისას – 200 ლარი;

კ) ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება – ხანძარის შემთხვევაში არაუმეტეს

1000  ლარისა, სტიქიის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 ლარისა;

ლ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – 250 ლარი;

მ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები – 200 ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ – 100-100 ლარი);

ნ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა – 2000 ლარი;

ო) უფასო კვების ობიექტის დაფინანსება – 136.000 (ას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;

პ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის –არაუმეტეს 500 ლარი;

ჟ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველყოფა – ყოველთვიურად არაუმეტეს 100 (ასი) ლარი, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში;

რ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფებისათვის შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება – წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარი;

ს) განსაკუთრებულ შემთხვევებში, „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე სოციალური დახმარება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი იმ ფიზიკური პირების და ოჯახებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან – არაუმეტეს 1000 (ათასი ლარი;

ტ) უსინათლოთათვის ერთჯერადი დახმარება –150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

უ) რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება – 500 (ხუთასი) ლარი;

ფ) დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისთვის – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

ქ) აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისათვის – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.

სოციალური დახმარების გაცემის წესი

  1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისია“.
  2. კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
  3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
  4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი დროებითი კომისია.
  5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის „ბ“, „ო“ და „რ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ამასთანავე, „ბ“ და „რ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ერთ მოქალაქეზე გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 1000 ლარს.
  6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება.
  7. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე.
  8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელზე მისივე შუამდგომლობის საფუძველზე.
  9. პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების დაფინანსებისას, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი):

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)ცნობა  სარეიტინგო   ქულის შესახებ           სოციალური   მომსახურების            სააგენტოს            ახმეტის           რაიონული განყოფილებიდან;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსებისას:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა №ΙV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან;

ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე.

  • 95 წლის ასაკს გადაცილებული პირების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) 95 წელს გადაცილებული პირის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • გარდაცვლილ ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯების დასაფარავად:

ა) უფლებამოსილი პირის განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე და აქტი;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით         გათვალისწინებულ   ბენეფიციართათვის   იმავე      მუხლის          21 პუნქტით    გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას) ოჯახების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ვ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • ოჯახების  დასახმარებლად პირველი და მეორე           ბავშვის შეძენის შემთხვევაში           (გარდა      მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა):

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის/ბავშვების  დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სახანძრო-სამაშველო ან შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი აქტი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო ხარჯისათვის:

ა)ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიმართვა;

ბ) უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) მერის წარმომადგენლის ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარავად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა №ΙV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ვ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველსაყოფად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი აქტი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფების მედიკამენტების დასაფინანსებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული

განყოფილებიდან;

დ) ფორმა №ΙV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ვ) კალკულაცია აფთიაქიდან;

ზ) რეცეპტების ქსეროასლები.

  • განსაკუთრებულ შემთხვევებში „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირების და ოჯახების დახმარებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან:

ა)განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა №ΙV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ვ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • უსინათლოების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

ვ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისთვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)ცნობა  სარეიტინგო   ქულის შესახებ           სოციალური   მომსახურების            სააგენტოს            ახმეტის           რაიონული განყოფილებიდან;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) რეინტეგრაციაზე საოქმო გადაწყვეტილება;

ვ) რეინტეგრაციის ხელშეკრულება;

ზ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • დაუნის სინდრომის მქონე პირების დახმარებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ფორმა №ΙV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

  • აუტიზმის სპექტრის მქონე პირების დახმარებისათვის:

გააზიარე