მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში

ახმეტის კულტურის სახლში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა მოსახლეობას 10 თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. მუნიციპალიტეტის მერმა იმ ინფრასტრუქტურული, სოციალური, სპორტული და კულტურული პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც 2019 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ამასთან,განიხილა მიმდინარე სამუშაოები და 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც დააანონსა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, გაწეული მუშაობის შესახებ საკუთარ ამომრჩეველს ანგარიში წარუდგინოს.

 

გააზიარე