მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი

                            ხმეტის მუნიცპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახმეტა, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ილტოსა და მდინარე ორვილს შორის გაშლილ ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლელთან.

ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია ერთი ქალაქი – ახმეტა და107-მდე სოფელი.

ახმეტის მუნიციპალიტეტში 15 ადმინისტრაციული ერთეულია:

1. ქალაქ ახმეტის ადმინისტრაციული ერთეული – ქ. ახმეტა, სოფ. ბუღანი,ქვემო ჩოფჩაური;

2. მატნის ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. მატანი;

3. საკობიანოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. ბაყილოვანი, დედისფერული,  კუწახტა,  საკობიანო, ქორეთი, ყვარელწყალი, ხევისჭალა;

4. დუისის ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. დუისი, წინუბანი;

5. ჯოყოლოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. ბირკიანი, ძიბახევი, ჯოყოლო;

6. ხალაწნის ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. დუმასტური, ზემო ხალაწანი, ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი;

7. ზემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. ზემო ალვანი, ხორბალო;

8. ქვემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. ბაბანეური,ქვემო ალვანი;

9. მაღრანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. არგოხი, მაღრანი, ფიჩხოვანი;

10. ოჟიოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. ალავერდი, კოღოთო, ოჟიო;

1. ზემო ხოდაშენის ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. აწყური, ახალდაბა, ზემო ხოდაშენი,  ჩაბინანი, ჩარექაული, ხველიანდრო, ხორხელი;

12. ქისტაურის ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. არაშენდა, ახალშენი, ახშანი, ახშნის ველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე, ქისტაური;

13. კასრისწყალის ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. კასრისწყალი;

14. თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. აგეურთა, ალისგორი,  ბასო, ბეღელა,  ბიქუურთა,  ბოჭორნა, ბუხურთა, გირევი, გოგრულთა,  გუდანთა, დადიკურთა, დანო, დართლო, დაქიურთა,  დიკლო,  დოჭუ,  ეთელთა,  ილიურთა,  იფხორი, ვაკისძირი, ვერხოვანი, ვესტმო,  ვესტომთა, ვეძისხევი, თუშეთის საბუე,  ინდურთა,  ინწუხი, კვავლო,  კოკლათა,  ნაციხარი,  ომალო, ორციხე,  ჟველურთა,  საგირთა, საჩიღლო, ტბათანა, ფარსმა,  ქუმელაურთა, ცოკალთა, შენაქო, შტროლთა,  ჩიგლაურთა,  ჩიღო,  წარო,  ჭალა,  ჭერო,  ჭეშო, ჭონთიო,  ხახაბო, ხისო,  ჯვარბოსელი, ჰეღო;

15. შახვეტილას ადმინისტრაციული ერთეული – სოფ. ბუხრები, ვეძები, ნადუქნარი, საბუე, შახვეტილა, ჩაჩხრიალა,  ჭართალა,  ჯაბური.

გააზიარე