სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება
სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს დაქვემდებარებული განყოფილება
სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება უზრუნველყოფს:
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას;
- სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდებას;
- თანაბრად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდებას;
- ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვასა და პატივისცემას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების პროცესში;
- დაწესებულების პროგრამაში ბავშვის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობას;
- მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავებას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად;
- მუნიციპალური პროგრამისა და წლიური ფინანსური გეგმის საჯარო დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით მომზადება;
- მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას: სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და წლიური გეგმის შემუშავებას, სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას.