ცხელი ხაზი : +995 599 09 96 35

საქმისწარმოების და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება

საქმისწარმოების განყოფილება არის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს დაქვემდებარებული განყოფილება

საქმისწარმოების და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
  • შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
  • შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
  • მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით, „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით, მოქალაქეთა მომსახურებას;
  • დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისათვის;
  • დავალებების სათანადო გაფორმებას;
  • დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
  • გასული დოკუმენტების გაგზავნას;
  • საქმეთა მომზადებას არქივისთვის ჩასაბარებლად;
  • საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
  • ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
  • საქმისწარმოებაში ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
  • თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
  • მოქმედი კანონმდებლობით, „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 თებერვლის №64 დადგენილებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
გააზიარე