ბიუროს სხდომა #8 - 29 მაისი
1. 2019 წლის 19 მაისის ხალაწნის ადმინისტრაციული ერთეულის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოს წევრის როსტომ ალხანაშვილის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. /მომხსენებელი - ლევან ითიურიძე/ 2.,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ /მომხსენებელი - ვანო ნასყიდაშვილი/ 3. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/ 4.„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/ 5.„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/ 6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მატანში მდებარე შენობისა და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართის შპს „მარანი“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/ 7. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 07 მარტის N18 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/ბიუროს მიერ დამტკიცებული საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი და განსახილველი საკითხები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.