ცხელი ხაზი : +995 599 09 96 35

საკრებულოს ბიუროს სხდომა # 1 - 26 იანვარი

26 იანვარი, 2022

26 იანვარს,11: 00 საათზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა 6 საკითხი განიხილეს და მორიგი საკრებულოს სხდომის თარიღი და დღის წესრიგი შეიმუშავეს. სხდომა 2 თებერვალს , 11 საათზე გაიმართება.

დღის წესრიგი:


1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ; ინფორმაცია კომისიების პერსონალური შემადგენლობის შესახებ;
/მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის კანონით დაწესებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ;
/მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვაზე გამონაკლისის შეთანხმების შესახებ;
/მომხსენებელი - დავით აბულაძე/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის სიის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის სიის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/

ბიუროს მიერ დამტკიცებული დღის წესრიგი და განსახილველი საკითხები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
გააზიარე