2023 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში ახმეტის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული იყო საჯარო და არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები, მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარებ
2023 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში ახმეტის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული იყო საჯარო და არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები, მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტზე (2024-2027წწ). პრიორიტეტების გამოკვეთის მიზნით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
მოსახლეობის გამოკითხვა (კითხვარის შევსება შესაძლებელი იყო როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად);
Civic Lab-ის მეთოდოლოგიით, ექსპერტების დახმარებით, ჩატარდა ვორკშოპი;
დაიწერა სიტუაციის ანალიზი;
გაკეთდა SWOT ანალიზი;
შემუშავდა მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმა.
გიზიარებთ სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილ დოკუმენტს გასაცნობად.
თქვენი მოსაზრების დასაფიქსირებლად, გთხოვთ, 10 იანვარს მობრძანდეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, საკრებულოს დარბაზში (მე-3 სართ), სადაც გაიმართება აღნიშნული დოკუმენტის საჯარო მოსმენა.